04 იანვარი 2025,   14:28
ვრცლად
52 წლის წინ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალი, ცოცხალი იპოვეს - შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა

დიდ ბრიტანეთში, 52 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალი ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვესტ მიდლენდის პოლიციის განცხადებით, შელა ფოქსი ქალაქ კოვენტრიდან 1972 წელს დაიკარგა, როდესაც ის 16 წლის იყო. მათივე განმარტებით, ქალი უსაფრთხოდ არის და ამჟამად ქვეყნის სხვა ნაწილში ცხოვრობს.

პოლიციამ დეკემბერში ქალბატონი ფოქსის სამძებრო სამუშაოები განაახლა და საკუთარ ვებ-საიტზე და სოციალურ ქსელებში მისი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, დაახლოებით, მისი გაუჩინარების პერიოდში იყო გადაღებული. ფოტოსთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში, პოლიცია საზოგადოებისგან დახმარებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

მიმართვიდან რამდენიმე საათში, პოლიციას მოქალაქეები დაუკავშირდნენ და დაკარგულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც პოლიციას დაეხმარა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოძიება დაესრულებინათ, რომელიც ადამიანის გაუჩინარებას უკავშირდებოდა.

 

 

დღის ამბები