თბილისში სადღესასწაულო პროგრამა დილიდან მიმდინარეობს. საახალწლო სოფელი დედაქალაქში სამ ადგილას არის მოწყობილი.
ცოცხალი მუსიკა, გასტრონომიული კუთხე და საბავშვო სივრცეები დაგხვდებათ ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში. ყინულის მოედანია მოწყობილი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეები საახალწლო განწყობის ასამაღლებლად საახალწლო სოფელს სტუმრობენ. ორბელიანების მოედანზე ყველა ასაკის ადამიანი იკრიბება.
ავტორი: სიმონ შანავა