მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი აცხადებს, რომ ძალიან ცოტა ბიზნესს აქვს სურვილი, ბრიტანეთის მოქმედი პრემიერის ადმინისტრაციის პირობებში, გაერთიანებულ სამეფოში ინვესტიცია ჩადოს.
"ძალიან ცოტა კომპანია იქნება მზად, დიდ ბრიტანეთში ინვესტიცია ჩადოს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში", - აღნიშნა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა.
მასკმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა შოტლანდიელი პოლიტიკოსების წერილის პასუხად, რომლითაც გამოთქვეს სურვილი, Tesla-მ ქვეყანაში საწარმო გახსნას.