07 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"სავარაუდოდ, ახლა დავალებები აგვიანებს და სწორედ ამიტომ, ქუჩაში სეირნობით არიან დაკავებულები და მეტი გასაკეთებელი და სათქმელი არაფერი აქვთ" - არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

მმართველ გუნდში ოპოზიციის მორიგ სქემაზე საუბრობენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს გაიცა დავალება, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი გახარიას და "ლელოს“ ბარიერის გადალახვაში დაეხმარა.

მათივე თქმით, არცერთი გამოკითხვით, "ლელოს" და გახარიას მაღალი რეიტინგი არ ჰქონიათ.

"საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ არავინ არ ეკითხება კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" შემავალ პარტიებს რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვის გაუერთიანდებიან, ან ვის გამოეყოფიან. მათ ნაცვლად, გადაწყვეტილებებს იღებს ის კონკრეტული ძალა, რომელსაც აქვს დიდი გავლენები. შესაბამისად, ისინი იღებენ დავალებებს და ამის შესაბამისად მოქმედებენ ხოლმე. სავარაუდოდ, ახლა ეს დავალებები აგვიანებს და სწორედ ამიტომ, ქუჩაში სეირნობით არიან დაკავებულები და მეტი გასაკეთებელი და სათქმელი არაფერი აქვთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები