საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ანგარიშს აქვეყნებს ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V, რომელმაც, ცესკო-ს მოთხოვნით, ელექტრონული სისტემის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ კი აჩვენა "ნული", რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ამომრჩევლის დუბლირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ანგარიშში ასევე წერია, რომ პრობლემები არ გამოვლენილა და ცესკო-მ წარმატებით განახორციელა ის პროცედურები, რომლებიც მანამდე ჩატარებული 8 პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა.