23 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული მონაცემები

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს.

"2024 წლის მე-3 კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა", – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

დღის ამბები