დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ხმის დათვლის პროცედურა ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დასრულებულა. ამის მიუხედავად, შედეგი აღარ შეიცვლება.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელი ტრამპია. მას გამარჯვება უკვე მიულოცა მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თეთრ სახლში მიიწვია. მილოცვა მიიღო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა კამალა ჰარისმა. ტრამპს ულოცავენ მსოფლიო ლიდერებიც.
პრეზიდენტის გარდა, შტატებმა გუშინ გუბერნატორები, კონგრესში სენატი და წარმომადგენელთა პალატაც აირჩია. შედეგების მიხედვით, 2018 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკელებმა კონტროლიც დაიბრუნეს სენატზე, იგივე შეიძლება მოხდეს წარმომადგენელთა პალატაში.