07 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
ხმის მიცემის ფარულობის დასადგენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტი ჩატარდა - პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი ურთიერთბრალდებებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლეთა კოლეგიამ დარბაზში ხმის მიცემის ექსპერიმენტი ჩაატარა. მიზანი ხმის მიცემის ფარულობის დადგენა იყო.

ექსპერიმენტს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით კი, ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულა.

მოსარჩელე მხარეებმა პროცესზე არაერთხელ მოითხოვეს სხდომის გადადება და მოსამართლეების აცილება, თუმცა მათი შუამდგომლობა კოლეგიამ არ დაკმაყოფილდა.

დღის ამბები