"ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის" – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და სერვისების შესახებ, მეორე მხრივ კი, ქართული მხარე ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებიან. კონფერენცია დღეს გაიხსნა და 27 ივლისს დასრულდება.