23 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
რუსეთში მამაკაცს ვეფხვი დაესხა თავს

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა. ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შეტყობინება მიიღეს, რომ მამაკაცს თავს ვეფხვი დაესხა და ტყეში წაათრია. ინციდენტი სოლონცოვოს დასახლებიდან 20 კილომეტრში მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, მსხვერპლი მუშა იყო და ხე-ტყის დამამზადებელ ქარხანაში მუშაობდა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ხაბაროვსკის ოლქში მდებარე სოფლებში ვეფხვების გამოჩენა ხშირია, ძირითადად ისინი შინაურ ცხოველებს, მათ შორის, ძაღლებს ესხმიან თავს.

დღის ამბები