23 ნოემბერი 2024,   02:08
ვრცლად
ქართული მრავალხმიანობა, სპორტული შეჯიბრებები, ქართული დამწერლობის მასტერკლასები - ქართული ფესტივალის მე-6 კვირა ლევილში ანშლაგით დაიხურა

ლევილის ისტორიულ მამულში, ქართული ფესტივალის მეექვსე კვირა ანშლაგით დაიხურა. ქართული მრავალხმიანობა, სპორტული შეჯიბრებები, ქართული დამწერლობის მასტერკლასები - საფესტივალო სივრცე, სტუმრების წინაშე ტრადიციულად, დატვირთული პროგრამით წარსდგა. ქართველი ემიგრანტებისთვის გამორჩეული ფესტივალი თვეზე მეტია გრძელდება.

ღონისძიება გასულ წელს დაარსდა და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ასევე მონაწილეთა რაოდენობა. ქართულ ფესტივალზე წელს მსმენელის წინაშე 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი წარსდგა. ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. ქართული დღეები ლევილის მამულში 25 მაისიდან, ყოველ შაბათ-კვირას იმართება და 14 ივლისს დასრულდება.

დღის ამბები