07 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი კიევს, დრონებით, თავს დაესხა

საოკუპაციო რეჟიმი კიევს დრონებით თავს დაესხა. დედაქალაქის ხუთ უბანში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა კორპუსი, საწარმო, სავაჭრო და ბიზნეს ობიექტები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაშავდა 1 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 145 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"როიტერის" ინფორმაციით, კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ჩაერთნენ. პოლიტიკოს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია, ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინას 6 მილიარდ დოლარს მიაწვდის, რომელიც ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვისაა გამოყოფილი.

დღის ამბები