23 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
"ვმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად, გეგმა არის მარტივი - ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სამართლიან საარჩევნო გარემოში" - თამაზ დათუნაშვილი

"გეგმა არის მარტივი, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სამართლიან საარჩევნო გარემოში", - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი, პროტესტის ფარგლებში, სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს, სადაც შესაძლოა ბევრი სპონტანური ნაბიჯიც გადაიდგას.

"ვმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად. გეგმა არის მარტივი, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, სამართლიან საარჩევნო გარემოში, გეგმა არის სვლა ამ ახალი არჩევნებისკენ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იქნება სპონტანური შემთხვევები, იქნება დაგეგმილი ცენტრალური ღონისძიებები, იქნება ძალიან ბევრი ფორმის სხვადასხვა წინააღმდეგობა, პოლიტიკური სპექტრიდან, სამოქალაქო საზოგადოებისგან მოქალაქეებისგან. მინდა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვუთხრა, რომელთა არჩევანიც იქნა მიტაცებული, რომ ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

დღის ამბები