ესპანეთი ძლიერ სიცხეს ებრძვის. ქვეყნის სამხრეთით თერმომეტრი +45 გრადუსზე მეტს აჩვენებს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის წითელი ნიშნული მოქმედებს. კლიმატის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, ცხელი ჰაერის იბერიის ნახევარკუნძულზე აფრიკიდან ხვდება.