23 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი გაიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტიდან გაიწვიეს სადავო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 000-მდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია "დაძაბულობის მოხსნის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით" და "საზოგადოების აზრის" გათვალისწინებით.

კანონპროექტმა, ოფიციალური სახელწოდებით "ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ზომების შესახებ", აფხაზეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

დღის ამბები