"გენდერული სტატისტიკა - ინკლუზიური განვითარების პროგრესის დაჩქარებისთვის" - თბილისში საქსტატის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ტარდება.
2 დღიანი ღონისძიება რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი, კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.