რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ ქსელებს აშენებს, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 15 000- მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების 3 პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა ობიექტი რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 150 მლნ. ლარი მოხმარდება