23 ნოემბერი 2024,   01:11
ვრცლად
აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ დამოკიდებული იქნება ქვეყნის მთავრობის ქმედებებზე - მეთიუ მილერი

"აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, დამოკიდებული იქნება ქვეყნის მთავრობის ქმედებებზე," - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა. მას კითხვა ბრიფინგზე ჟურნალისტმა დაუსვა.

მეთიუ მილერის თქმით, ამერიკა განსჯის საქართველოს მთავრობას მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით.

"თუ თქვენ გადახედავთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე. თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ მან შემოიღო პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან ამ ურთიერთობების გადახედვა ახლაც გრძელდება. ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკუსვლას იწყებს დემოკრატიული ზომებისკენ ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისკენ, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა," - აცხადებს მილერი.

დღის ამბები