23 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი: უნდათ, რომ იერიში მიიტანონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"სამწუხაროდ, წლებია ვხედავთ, რომ კონკრეტული ძალები, სხვადასხვა სუბიექტები ქვეყნის გარედან ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანას. თუმცა, ის ინფორმაცია, რომელსაც სუს-ი ავრცელებს, არის ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იყოს", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაული, რომელიც ტერორიზმის მუხლსაც მოიცავს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ იერიში უნდათ მიიტანონ იმ ფაქტორზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია და ეს არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ახლა აქტიური ფაზაა გამოძიების და მოვლენებს ვერ გავუსწრებთ წინ, მაგრამ, როგორც ჩანს ეს მრავალსუბიექტიანი დანაშაულის მცდელობაა, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღის ამბები