23 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა" - ჯო ბაიდენის პირველი ვიდეომიმართვა კანდიდატურის მოხსნის შემდეგ

ჯო ბაიდენის პირველი მიმართვა არჩევნებიდან საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ - აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან პირდაპირ ეთერში მიმართა.

პრეზიდენტმა, შექმნილ ვითარებაში, როცა, მისი აზრით, დემოკრატია საფრთხის წინაშეა, ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა. 11 წუთიანი მიმართვისას ბაიდენმა აქცენტი გააკეთა კამალა ჰარისზეც რომელიც, მისი თქმით, გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსია და მას შეუძლია გახდეს ქვეყნის კარგი ლიდერი. 

"მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა.

მჯერა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ – ეს ყველაფერი მეორე ვადით არჩევას იმსახურებდა, მაგრამ არაფერი, არაფერი შეიძლება დადგეს ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის გზაზე, მათ შორის, ვერც პირადი ამბიციები. გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გზა ახლა "ჩირაღდნის" ახალი თაობისთვის გადაცემაა. ეს საუკეთესო გზაა ჩვენი ერის გაერთიანებისთვის.

მომდევნო ექვსი თვე ორიენტირებული ვიქნები ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. რამდენიმე თვეში ამერიკელი ხალხი აშშ-ის მომავლის კურსს აირჩევს. მე არჩევანი გავაკეთე. გაგაცანით ჩემი შეხედულებები და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. ის გამოცდილია და ძლიერია. მას შეუძლია ჩვენი ქვეყნის ლიდერი იყოს. ახლა არჩევანი თქვენზეა, ამერიკელ ხალხზე: თქვენ აკეთებთ ამ არჩევანს. ნათლად განვაცხადე, რომ მჯერა, ამერიკა გარდამტეხ მომენტშია. ეს ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როდესაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ახლა ვიღებთ, განსაზღვრავს ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს ათწლეულების განმავლობაში. ამერიკას მოუწევს არჩევანის გაკეთება წინსვლასა თუ უკუსვლას, იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის," - განაცხადა ბაიდენმა.

აქვე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის დარჩენილი 6 თვის განმავლობაში ის დაეხმარება ნატო-ს გაძლიერებას და მცდელობას, რომ შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებისგან და იმუშაოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.

დღის ამბები