შეფერხება კომპანია "მაიკროსოფტის" პროგრამირებაში - მსოფლიოში ქაოსია - ქსელის გლობალური შეფერხების გამო, სხვადასხვა ქვეყანაში გაუქმდა ავიარეისები, ვერ მაუწყებლობენ არხები, გათიშულია სალარო აპარატები, პარალიზებულია აფთიაქები, ბანკები ვეღარ იღებენ გზავნილებს.
პროგრამული გათიშვა შეეხო ლონდონის საფონდო ბირჟასაც. ალასკის შტატში პრობლემები შეექმნა საგანგებო სიტუაციების სამსახურს.
უკვე გაკეთდა პირველი კომენტარი კომპანია "მაიკროსოფტში", სადაც ამბობენ, რომ პრობლემა შექმნა კიბერუსაფრთხოების პროგრამამ, რომლის განახლებასაც ტექნიკური ხარვეზი მოჰყვა.
მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია.