23 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
სიიარტო გამჭვირვალობის ქართულ კანონზე - არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის

არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის, - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პეტერ სიიარტოს თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და არ საჭიროებს არავითარ განმარტებას.

"ეს არის ქვეყნის სრულიად გასაგები მცდელობა, დაარეგულიროს და შეზღუდოს უცხო გავლენა. ჩვენ მსგავსი რამის მოწმენი გავხდით უნგრეთში, ჩვენი ოპოზიცია მილიონობით დოლარით ფინანსდებოდა უცხოეთიდან, ძირითადად აშშ-დან. იყო ძალიან უხეში ჩარევა ბოლო არჩევნებში, მას შემდეგ ოპოზიცია და მათი მედიები უცხოეთიდან ფინანსდება. მიმაჩნია, რომ ეს არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და არ საჭიროებს არავითარ განმარტებას. ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს, აკონტროლოს და შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, გასაგებია. არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის", - აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

დღის ამბები