23 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
იურიდიულ კომიტეტზე, პირველი მოსმენით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მას მხარი ოპოზიციის ნაწილმაც მხარი დაუჭირა.

ამნისტიის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. ჰუმანური აქტი უმრავლესობის ინიციატივაა, ის 300-მდე მუხლს შეეხება, მაგრამ არ გავრცელდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე.

როგორც რატი იონათამიშვილმ აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

"ეს არ ეხება იმ მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებს, როგორიც შეიძლება იყოს ნარკორეალიზება, იყოს მკვლელობა, განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ტერორიზმი, სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი დანაშაული. ჩვენ სწორედ ვიღებთ ევროპულ სტანდარტებზე. ჩვენ სწორებას ვიღებთ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელსაც თუნდაც პატიმრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით აწესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ საკომიტეტო სხდომას, დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადა რადიკალურმა ოპოზიციამ. ეს ნიშნავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პატიმართა უფლებებს. ეს ნიშნავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია ადამიანის უფლებების მიმართ," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები