23 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
იქიდან გამომდინარე, რომ გვიყურებს უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი, მზად უნდა ვიყოთ, ევროპის ხელი გავუწოდოთ - რობერტა მეცოლა

ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა არჩევის შემდეგ პირველივე გამოსვლაში ახსენა საქართველო. რობერტა მეცოლას პირველივე სიტყვაში იყო საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე, იმაზე რომ ხელი უნდა გაუწოდონ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბალკანეთს- ქვეყნებს, რომლებსაც წინსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს .

"ევროპარლამენტი ყოველი ევროპელის სახლად დარჩება. ერთად იმედის პოლიტიკას უნდა დავუჭიროთ მხარი. ოცნებას, რომელსაც ევროპა წარმოადგენს. მინდა ხალხს დაუბრუნდეს რწმენა იმისა, რომ ჩვენი სივრცე უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და თანასწორი იქნება. ამ პარლამენტს მსოფლიო უყურებს. ეს ის პარლამენტია, რომელიც ყველას გვეამაყება. აქ საპარლამენტო დიპლომატიას დიდი გავლენა ექნება. იმიტომ, რომ ვიცავთ მრავალ პოზიციას და ვემზადებით ევროკავშირის გაფართოებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ გვიყურებს უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი, რომელსაც წინსვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ უარს, მზად უნდა ვიყოთ ევროპის ხელი გავუწოდოთ, რადგან ამ ქვეყნებიდან ყველა მკაცრად მისდევს საკუთარ ნაწილს, რომელიც აუცილებელ კრიტერიუმებს ითვალისწინებს. მზად უნდა ვიყოთ მივიღოთ ეს ახალი რეალობა. ერთად ამისთვის მზად ვიქნებით. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით." - აცხადებს რობერტა მეცოლა.

 

დღის ამბები