23 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
თურქეთში, ტურისტულ ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა - შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 11 წლის ბავშვია

თურქეთში, მუგლეს პროვინციაში, ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა და 35 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დაშავებულებიდან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები და მაშველები. დაზიანებული ავტობუსიდან მგზავრების გადმოსაყვანად, მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.

დღის ამბები