ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუტგეიტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საუტგეიტმა გადაწყვეტილება ევრო 2024-ის ფინალში წაგების შემდეგ მიიღო. ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საუტგეიტისთვის ეს ზედიზედ მეორე წაგება იყო.
ცნობისთვის, ევრო 2024-ის ფინალში, ინგლისმა ესპანეთის ნაკრებთან 2:1 წააგო. წინა ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრები იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.