რობერტა მეცოლა ისევ ევროპარლამენტის პრეზიდენტია. 562 ხმით ის პოსტზე უკვე მეორედ აირჩიეს.
წარდგენილი იყო ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი და ახლად არჩეული ესპანელი ევროპარლამენტარი, ირენ მონტერო, რომელიც მემარცხენე პარტიის, "პოდე-მოსის" წარმომადგენელია. მანამდე ევრო დეპუტატებმა კანდიდატების სიტყვით გამოსვლები მოისმინეს.
სხდომას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც. მაკა ბოჭორიშვილს სტრასბურგში შეხვედრები აქვს დაგეგმილი.