23 ნოემბერი 2024,   02:05
ვრცლად
უამინდობის გამო დასავლეთ ევროპაში 7 ადამიანი დაიღუპა

უამინდობის გამო, დასავლეთ ევროპაში შვიდი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ და ჭექა-ქუხილმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის რეგიონებს. შვეიცარიაში მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა. შექმნილი მდგომარეობის გამო, დაახლოებით 400 ადამიანის, მათ შორის, ბავშვების საზაფხულო ბანაკიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

ზოგიერთ დასახლებამდე მიღწევა შეუძლებელია, რადგან გზები და ხიდები დანგრეულია.

იტალიაში, მაშველებმა, დაახლოებით, 80 ადამიანი გადაარჩინეს. მეწყრის გამო, გადაკეტილია რეგიონული გზატკეცილი, დატბორილია რამდენიმე შენობა და მაღაზია.

დღის ამბები