საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშს EURO 2024-ზე ის კლუბები ეხმაურებიან, სადაც ქართველი სპორტსმენები თამაშობენ. ესპანური "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე წერს.
"გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა EURO 2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა",- ნათქვამია ესპანური კლუბის სოციალურ გვერდზე.