23 ნოემბერი 2024,   02:09
ვრცლად
"ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად" - the Guardian

"ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად" - წერს გამოცემა the Guardian საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველი გუნდი იყო, რომელმაც ესპანეთს გოლი გაუტანა.

გამოცემა ქართველი ფეხბურთელების თავდაუზოგავ თამაშს უსვამს ხაზს.

"გასაოცარია ის, თუ როგორ მოგვენატრებიან ქართველი ფეხბურთელები, როგორ გავერთეთ მათი ყურებით. სანიოლის გუნდმა გახსნა ანგარიში, გახდა პირველი, რომელმაც გაიტანა გოლი ესპანეთის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც დაეცნენ, მათ დაიწყეს ძებნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან თამაშში, ისინი დანებებაზე უარს ამბობდნენ", - ნათქვამია the Guardian-ის სტატიაში.

დღის ამბები