ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
დიპლომატიური მისია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შესანიშნავი თამაშისთვის მადლობას უხდის.
"ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.