23 ნოემბერი 2024,   01:10
ვრცლად
ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ ბოლო კვირების განმავლობაში - დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, რომ 100%-ით მზად უნდა იყვნენ ამ დონეზე სათამაშოდ - ვილი სანიოლი

ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ ბოლო კვირების განმავლობაში. დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, რომ 100%-ით მზად უნდა იყვნენ ამ დონეზე სათამაშოდ, არა მარტო ფეხბურთელებმა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველო-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო კვირებში მიღწეული წარმატებებით ძალიან ამაყობენ, თუმცა ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ ბოლო კვირების განმავლობაში. დღევანდელი მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ, რომ 100%-ით მზად უნდა იყვნენ ამ დონეზე სათამაშოდ, არა მარტო ფეხბურთელებმა, არამედ სრულიად სტაფმა. ჩვენ რამდენიმე დღეს დავიცდით, შევაფასებთ ამ მომენტს და შემდეგ შევისწავლით. ეს ფიქრი მატჩამდეც გვქონდა. ჩვენ სათამაშოდ გამოვედით ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, წინ გასვლა - ეს იყო ჩვენი პირველი შეტევა. პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, უფრო მეტი ენერგია გვექნებოდა მეორე ნახევარში. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაშავდა ანგარიშის გათანაბრებისას და ამან ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ესპანეთმა მოგება დაიმსახურა", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

დღის ამბები