ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მათ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-ესპანეთის თამაშის შემდეგ განაცხადა.
"მე, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბიჭებს. ვნახე და პირადადაც გადავუხადე მადლობა. ზღაპარი გვაჩუქეს ამ დროის განმავლობაში ხალხს და ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს. მადლობა ბიჭებს ამისთვის. ახლაც პოზიტიური ემოციებით ვარ თავიდან ბოლომდე დამუხტული, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ესპანეთი არის ევროპის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთული იყო თამაში, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა