06 იანვარი 2025,   07:56
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია და ირაკლი ჭეიშვილი - პარლამენტში 8 ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს რვა ახალი წევრი შეემატება. თითოეულ ადგილმონაცვლესთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ მოკვლევა ჩატარდა. კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღო შესაბამისი განკარგულებები დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ადასტურებს ამ პირთა უფლებამონაცვლეობაზე სამართლებრივ მზადყოფნას.

კერძოდ, პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე იქნება ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე - არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე - სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე - პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე - ირაკლი ჭეიშვილი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის დასკვნებს.

საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პარლამენტმა, დღეს, პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 8 ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა

დღის ამბები