17 იანვარი 2025,   20:21
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი, ოფიციალური ვიზიტით, ბაქოში იმყოფება

მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში - საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ბაქოშია.

დიპლომატიური უწყების ცნობით, შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართება კოლეგასთან როგორც პირისპირ, ასევე - გაფართოებულ ფორმატში.

ამის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადებებს გააკეთებენ.

დღის ამბები