17 იანვარი 2025,   20:43
ვრცლად
"რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში" - მარკო რუბიო

დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიო აცხადებს, რომ რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში.

მისივე თქმით, ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ დათმობაზე წასვლა.

"ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა - ჩვენ გვინდა ომის დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ რეალისტურად შეხედოს სიტუაციას. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე - უკრაინელებს. რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში", - აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიო.

მისივე თქმით, უკრაინის აღდგენას ათობით წელი და ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება.

 

 

დღის ამბები