ბელგიაში ახალი საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვაა, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. პირველი იანვრიდან, საპენსიო ასაკი 65-იდან 66 წლამდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი 67 წლამდე გაიზრდება.
გაფიცვის გამო ბრიუსელის აეროპორტში რეისების ნახევარი გაუქმდა. ეროვნულ გაფიცვას შეუერთდა ათიათასობით მასწავლებელიც, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები.