06 იანვარი 2025,   09:32
ვრცლად
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. კიევში მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით დრონები გაუშვეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე 153 შეტაკება მოხდა. აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ იარცევოსთან. უკრაინულმა მხარემ დრონებით ნავთობბაზა ააფეთქა. დამწვარია საწვავის რეზერვუარები. ინფორმაცია დაადასტურა ოლქის გუბერნატორმაც.

დღის ამბები