საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა.
უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია.
ჯამში უფლებამოსილება ვადამდე ადრე "ქართული ოცნების" რვა დეპუტატს შეუწყდება. საკითხს მოგვიანებით კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
დღესვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა პროექტიც, რომლის მიხედვით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მე-11 მოწვევის პარლამენტშიც იქნება შესაძლებელი.
ცვლილებებით დასაშვები იქნება, პარლამენტში შესული ერთი პარტიის, სულ მცირე, შვიდმა წევრმა პოლიტიკური ჯგუფი შექმნას, თუ ისინი ამ პარტიას დატოვებენ.