03 მაისი 2024,   20:48
ვრცლად
ჩვენი საზოგადოება და მხარდამჭერები ერთიანდებიან ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების გარშემო, რომელსაც იცავს "ქართული ოცნება" - რატი იონათამიშვილი

29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება. 

რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის განწყობები აჩვენებს, როგორ ეშინიათ საზოგადოების. 

"ჩვენი საზოგადოება და მხარდამჭერები ერთიანდებიან ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების გარშემო, რომელსაც იცავს "ქართული ოცნება". ის რეაქციები, რომლებიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც აქვს ბოლომდე სახე დაკარგული, აჩვენებს, როგორ ეშინიათ მათ ინფორმირებული ადამიანის და როგორ ეშინიათ ზოგადად ჩვენი საზოგადოების. ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ემტროთ ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ტრადიციებისთვის, ქართული ღირებულებებისთვის, შესაბამისად, ამ მტრობის შედეგებს ოქტომბერში მოიმკიან," - ამბობს რატი იონათამიშვილი. 

 

დღის ამბები