03 მაისი 2024,   19:54
ვრცლად
უკრაინაში დააკავეს კრიმინალური "ავტორიტეტი" მეტსახელად "ქართველი"

ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 25 წლის კრიმინალურ "ავტორიტეტს" შალვა ბერიშვილს, მეტსახელად "ქართველს" - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

დაკავებულს ბრალი წარედგინა კრიმინალური გავლენის გავრცელებისა და ნარკოტრაფიკის მუხლებით. ბრალს არ ეთანხმება დაკავებული, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერიშვილის სახელი ფიგურირებს ივანო-ფრანკოვსკის ცენტრში, 2024 წლის იანვარში, ცემისა და სროლის საქმეშიც. დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, ფული და საკრედიტო ბარათები.

დღის ამბები