04 მაისი 2024,   01:36
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან, მსვლელობით, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. შეკრებილები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "არა რუსულ კანონს", "არა რუსულ ოცნებას".

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურთ, რათა უკეთ გააგონონ პროტესტის ხმა "ქართულ ოცნებას“.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ კორდონი ექსცესების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

დღის ამბები