აგენტების კლანი, სახელად ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური მედია, ცდილობს დღის წესრიგიდან წაშალოს ეუთო/ოდირის შეფასება, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასება, სადაც ქართულ სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები არის აღიარებული და ლეგიტიმირებული,- წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, ასე სწორედ იმიტომ იქცევიან, რომ აგენტ ოპოზიციას არ სურს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის საჯაროდ გაცხადება თან ასეთი მაღალი რანგიდან და ამიტომ მათთვის ოდესღაც პოლიტიკურად საფიცარი ეუთო/ ოდირი რა თქმა უნდა დღეს კეთროვანი გახდა.
"აგენტების კლანი, სახელად ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური მედია, ცდილობს დღის წესრიგიდან წაშალოს ეუთო/ოდირის შეფასება, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასება, სადაც ქართულ სახელმწიფოში ჩატარებული არჩევნები არის აღიარებული და ლეგიტიმირებული.
რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, აგენტ ოპოზიციას არ სურს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის საჯაროდ გაცხადება თან ასეთი მაღალი რანგიდან და ამიტომ მათთვის ოდესღაც პოლიტიკურად საფიცარი ეუთო/ ოდირი რა თქმა უნდა დღეს კეთროვანი გახდა.
1 120 053 "ქართული ოცნების" ამომრჩევლის არჩევანი პოლიტიკური ვერდიქტია ყველა სხვა პოლიტიკური ძალისათვის, ასევე ეუთო/ოდირისათვის ამიტომ აგენტი ოპოზიციის მცდელობას რაიმე ფორმით, თუნდაც საპროტესტო მუხტით გადაიფაროს ეს პოლიტიკური მოცემულობა აზრი არ აქვს რადგან თამაშამდე წაგებული თამაშია,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.