რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 6:00 საათიდან გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი ღამით, 21:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის პროცესი გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდება.
რუმინელები საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს პარტიული სიით მომდევნო ოთხი წლისთვის აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად, ბარიერი ხუთპროცენტიანია. სულ არჩევნებში 31 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
"პოლიტიკო" აქვეყნებს სოციალური გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვით მოსახლეობის ფავორიტი სოციალ-დემოკრატიული პარტია, "რუმინეთის გაერთიანების ალიანსი", "რუმინეთის გადარჩენის კავშირი" და ეროვნულ ლიბერალური პარტიაა.
რუმინეთის წინა მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი ხმა სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ, რომელთაც ერთპარტიული კაბინეტი ვერ დააკომპლექტეს და ქვეყანას კოალიციური მთავრობა მართავს.