თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა კარტოზიას ქუჩაზე მოხდა.
სუიციდის ფაქტამდე ბიჭმა ვიდეომიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა. ჩანაწერში ახალგაზრდა მამაკაცი ჰყვება ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ფინანსურ ზეწოლაზე - ის ვიდეოში ადასტურებს, რომ თვითმკვლელობა წარსულშიც არაერთხელ სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაიწყო.