"დროას" ლიდერი ბუკა პეტრიაშვილი მადლობას უხდის ლიეტუვას ელჩსა და თემურ ჯანჯალიას გადადგომისთვის. ამის შესახებ ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინდელი ღამის სპეცოპერაციის და მიღებული გაზის დოზის გათვალისწინებით ახლა მინდა მადლობა გადავუხადო თემურ ჯანჯალიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა! ღირსეული კაცია - ჰაერზე არ ვამბობ - საქმითაც და პიროვნულადაც ბევრჯერ მინახავს! აქვე მადლობა ლიეტუვაში ელჩის თანამდებობიდან გადამდგარ სალომე შაფაქიძეს - პროფესიონალს, რომელიც ქვეყანას აუცილებლად გამოადგება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის დიდ მიზნებში!" - წერს პეტრიაშვილი.