29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
“დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ, როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა“ - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ოპონენტების მხრიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

იგი აზიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის 29 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.“ ვოლსკის ინფორმაციით, ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე გზავნილი გაიმეორა.

“დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ…

ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის. როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა.“ - წერს ვოლსკი.

დღის ამბები