29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა - აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ისინი სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, განცხადებები გააკეთეს, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობით დაიძრნენ.

გაჩერდნენ მერიასთან, პოლიციასთან და სასამართლოსთან. ბოლოს კვლავ ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ნაწილობრივ შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა.

დღის ამბები