29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"პირველად არ ხდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჩრდილოეთიდან მოუვიდა მაშველი რგოლი - როგორც კი "ნაცმოძრაობას" სჭირდება, არ აყოვნებს განცხადებები, მათ შორის - ჩრდილოეთიდანაც" - მათიკაშვილი პუტინის განცხადებაზე

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას სწორედ ჩრდილოეთიდან მოუვიდა მაშველი რგოლი. მე საზოგადოებას შევახსენებ, როგორც კი "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურად სჭირდება, არ აყოვნებს ხოლმე განცხადებები, მათ შორის - ჩრდილოეთიდანაც" - ეს განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში გააკეთა.

დავით მათიკაშვილი პასუხობს ოპოზიციის წევრების შეკითხვას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას სწორედ ჩრდილოეთიდან მოუვიდა მაშველი რგოლი. მე საზოგადოებას შევახსენებ, როგორც კი "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკურად სჭირდება, არ აყოვნებს ხოლმე განცხადებები, მათ შორის - ჩრდილოეთიდანაც. დასავლეთიდან მიჩვეული ვართ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო განცხადებებს რადიკალებთან მიმართებით და ზოგადად, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით, მაგრამ ამჯერად და ეს ადრეც არაერთგზის მომხდარა, უკვე ჩრდილოეთიდანაც ისინი იღებენ მაშველ რგოლებს. ერთადერთი, ვისაც შეიძლება აწყობდეს რადიკალიზმის ამ დონეზე აწევა და ეს რადიკალური პროცესები, რაც საქართველოში ვითარდება, არის ჩრდილოეთი. აქ არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც, ერთი მხრივ, რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და მეორე - შეიძლება იმ ქვეყნის წისქვილზე ასხამდეს წყალს, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია არ აწყობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და საზოგადოება ამას ძალიან კარგად აკვირდება. ნუ ჰგონია ვინმეს, ჩრდილოეთში განცხადებას რომ გააკეთებს ვიღაც, საზოგადოება ამას ვერ აღიქვამს და ვერ მიხვდება, ვის სასარგებლოდ არის და ვის წისქვილზე წყლის დასასხმელად არის ეს განცხადება გაკეთებული", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები