29 ნოემბერი 2024,   17:13
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციაზე 33 ადამიანი დაშავდა, მათგან 13 აქციის მონაწილეა, 4 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 16 - შსს-ის თანამშრომელი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში 33 ადამიანი გადაიყვანა. მათგან, აქციის 13 მონაწილე, მედიის 4 წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი.

სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, პაციენტების ნაწილმა კლინიკა დატოვა, ნაწილი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დღის ამბები